კოსმოსური ტურიზმი, ავტომობილით სეირნობა წყალქვეშ - ყველაზე დაუჯერებელი თავგადასავლები

კოსმოსური ტურიზმი მალე რეალობად იქცევა და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია იმ გიჟურ იდეებს შორის, რომლის ყიდვაც ფულით შეგიძლიათ.

ზოგიერთი ასეთი გართობით სარგებლობა COVID-19 პანდემიის დროს შეზღუდული გახდა. თუმცა, მაინც საინტერესოა, რაში ხარჯავენ და როგორ ერთობიან მილიარდერები და მილიონერები თავისუფალ დროს.

შეისწავლეთ ტიტანიკის ნაშთები

მნიშვნელობა არ აქვს ისტორიის მოყვარულნი ხართ თუ პოპულარული ფილმის მოყვარული, 1912 წელს მომხდარი ტიტანიკის ტრაგიკული ჩაძირვა დღემდე ბევრ ადამიანს აინტერესებს. არსებობს მომსახურება, რომელიც სპეციალურად შექმნილი წყალქვეშა მანქანით ტიტანიკთან ჩაგიყვანთ.

ძვირად ღირებული კერძო ტუროპერატორი Blue Marble ტურს სპეციალურად შექმნილი, პროფესიონალური აღჭურვილობით ატარებს. მაგრამ ეს იაფი არ ღირს. ერთი ადამიანი ამ მოგზაურობაში 100 000 დოლარს იხდის. თავგადასავალში შედის სამდღიანი ტრენინგი გამოცდილ მყვინთავებთან ერთად.

asgfwehy43-1612533201.jpg

ჯეიმს ბონდის ამფიბია-მანქანით მოგაზურობა

წყალქვეშა ნავები მშვენიერია, მაგრამ გსმენიათ მანქანაზე, რომელსაც წყალქვეშ, ფსკერზე სიარული შეუძლია? ჯეიმს ბონდის ავტომობილის ქირაობის შემთხვევაში ასეთი რამ შესაძლებელია. მას აქვს ფუნქცია, წყალქვეშ ჩახვიდეთ და არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილით იაროთ.

მფლობელმა, ჰამახერ შლემერმა Lotus Esprit- ის ამფიბია-მანქანა, რომელიც ბონდს Spy Who Loved Me- ში ფლობდა, 2 მილიონ დოლარად გაყიდა.

საკუთარი კუნძულის ქირაობა

თუ თქვენ ფუფუნებაზე ოცნებობთ, ალბათ, ხშირად გიოცნებიათ საკუთარ კუნძულზე., სადაც ყველა თქვენი კაპრიზი სრულდება. მდიდარი ადამიანებისთვის ასეთი სერვისი არსებობს. სეიშელის კუნძულებიდან მალდივის კუნძულებამდე, ფიჯიდან მადაგასკარამდე უამრავი კუნძული ქირავდება.

გასაკვირი არ არის, რომ კერძო კუნძულების დაქირავება იაფი არ არის - “პრივატ კუნძულების ინქ“-ის თანახმად, ბელიზის სანაპიროზე მდებარე პატარა 2,5-კილომეტრიანი კუნძულის ქირაობა 3,950 დოლარიდან იწყება. უფრო დიდი კუნძულების ფასი 150,000 აშშ დოლარზე მეტია.

sf43y3u3u3u-1612533253.jpg

ვარსკვლავური ომების გმირი

HoverSurf HoverBike კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სრულად ფუნქციონალური თვითმართვადი მანქანა, რომელიც აერთიანებს კვადკოპტერსა და მოტოციკლეტს. იგი ძალიან გავს გალაქტიკური სიჩქარით მოსიარულე ველოსიპედებს, რომლებიც Star Wars- ის რამდენიმე ფილმშია ნაჩვენები.

ფუტურისტული HoverBike-ით გასეირნება და ვარსკვლავურ იმიტაციურ ომში ჩართვა 150,000 დოლარი ღირს.

desghju4j4-1612533306.jpg

ძილი თევზებთან ერთად

თუ ზღვა ცას გირჩევნიათ, მაშინ მსოფლიოში პირველი ვილა წყალქვეშა სასტუმროს სისტემით თქვენთვის საუკეთესო თავგადასავალი იქნება.

Hilton Conrad Maldives Rangali Island Resort- ის ნაწილი, გთავაზობთ იდეალურ გარემოს პირადი ხომალდებით და საწოლთან მდებარე პანორამული ხედებით წყალქვეშა სამყაროში.

აბაზანასაც პანორამული შუშის კედელი აქვს. ლუქსში დასვენება ზღვის დონიდან 16 მეტრზე დაბლა, რომელიც მოიცავს მეორე დონეს და კიდევ ორ საძინებელს, დაახლოებით 50,000 დოლარი ღირს.

კოსმოსური ტურიზმი

კოსმოსური ტურიზმი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ფანტასტიკის სფერო იყო, ახლა უკვე რეალობად იქცა.

ჰიუსტონში მდებარე Axiom Space მომავალი წლის იანვრისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS), SpaceX რაკეტის ბორტზე სამ ტურისტს გაგზავნის. რაკეტას NASA– ს ყოფილი ასტრონავტი მართავს. ტრიო - ამერიკელი მეწარმე ლარი კონორი, კანადელი ფინანსისტი მარკ პატი და ისრაელში მცხოვრები მეწარმე ეითან სტიბი ISS– ზე რვა დღეს გაატარებს.

ისინი მგზავრობაში 55 მილიონ დოლარს იხდიან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 700-ზე მეტმა ადამიანმა კოსმოსში მოგზაურობის სურვილი უკვე გამოთქვა და Virgin Galactic სარაკეტო სისტემაში საჯაროდაც დარეგისტრირდნენ. თითოეულს დაუვიწყარი მოგზაურობა 250 000 დოლარი უჯდება.

Virgin Galactic– ის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ბრანსონი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში კოსმოსური მოგზაურობის ღირებულება 40 000 დოლარამდე შემცირდება.

თეონა რამაზაშვილი