სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები შემცირდა

2020 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები 18,1%-ით შემცირდა. სტატისტიკური მონაცემებით, შარშან სამოხელეო დანაშაულის 520 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი 635.

ბოლო 5 წლის განმავლობაში სამოხელეო დანაშაულის ფაქტები ასე გამოიყურება:

  • 2016 წელი - 503 ფაქტი
  • 2017 წელი - 503 ფაქტი
  • 2018 წელი - 645 ფაქტი
  • 2019 წელი - 635 ფაქტი
  • 2020 წელი - 520 ფაქტი

ამასთან, შარშან 2019 წელთან შედარებით, შემცირდა მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი იყო 2 166, 2019 წელს კი 3 237.

მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2016-2020 წლებში:

  • 2016 წელი - 2 060
  • 2017 წელი - 2 421
  • 2018 წელი - 2 700
  • 2019 წელი - 3 237
  • 2020 წელი - 2 166