2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
ცნობისთვის, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ლიმონი და ნიორიც, რომელიც გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებში მუდმივად ხვდებოდა. ლიმონზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 30,4%-ით იყო გაზრდილი, ნიორზე კი 157,4%-ით; 2021 წლის იანვარში კი, მცირედით, თუმცა ორივე პროდუქტზე ფასი შემცირებულია ლიმონი 5.2%-ით, ნიორი კი 2.7%-ით გაიაფდა.