საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია ,,აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთი“ ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟს გეგმავს, რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
,,ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.