საბერძნეთის ხელისუფლება ქვეყნის ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ათენსა და ქალაქში სალონიკში, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ახალი ზომები ითვალისწინებს გამკაცრებულ „კომენდანტის საათს“ შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყება. ამასთან, შაბათ-კვირას ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საცხობები. დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლას დაუბრუნდებიან.
ახალი ზომები დღეიდან ამოქმედდება და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.