საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 335 ტესტი ჩატარდა.