ამერიკული Apple-სა და სამხრეთ კორეულ Hyundai Motor Company-სა და Kia Motor-თან მოლაპარაკებები ერთობლივი ავტომობილების წარმოებაზე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტო დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ თვითმართვად ელექტრომობილზე მუშაობა ახლახან შეწყდა. ამასთან, არც ის კონკრეტდება, განახლდება თუ არა მათ შორის ამ საკითხებზე დისკუსია სამომავლოდ. სააგენტოს წყაროების ცნობით, Apple ანალოგიური სახის მოლაპარაკებებს მართავდა სხვა საავტომობილო კომპანიებთანაც.
მანამდე ტელეკომპანია CNBC-ი აღნიშნავდა, რომ საუბარი იყო ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე Apple-ის ბრენდის ქვეშ. მისი ინფორმაციით, იგეგმებოდა, რომ კორპორაცია პასუხისმგებელი იქნებოდა პროგრამულ ნაწილზე, ხოლო დანარჩენ ტექნიკურ ნაწილზე კორეელები იმუშავებდნენ. სახელდებოდა ასევე თარიღიც -2024 წელი და ადგილიც - უეს-პოინტის ჯორჯიაში მდებარე Kia-ს ქარხანა.