ამერიკული პრემიუმ კლასის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Ralph Lauren გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით 30%-ით შეამციროს მაღაზიების რაოდენობა. საუბარია, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის რეგიონებზე. აღნიშნულის მიზანია შემცირდეს ხარჯები.
კომპანია ამ გზით აპირებს დაზოგოს 200-დან 400 მილიონ დოლარამდე ხარჯი. ახალმა ზომებმა კი მის შემდგომ განვითარებას და მდგრადობას უნდა შეუწყოს ხელი, ასევე მოიზიდოს მეტად ახალგაზრდა მყიდველი.
Ralph Lauren-ის ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ შემოსავლებმა 2020 წელს 1,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (1,75 მლრდ) ნაკლებია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ონლაინ გაყიდვები გაზრდილია 20%-ით.
ამ ფონზე კომპანიამ წამოიწყო ფლაგმანი ბუტიკების ონლაინ-სერვისი ბევერლი ჰილსში, ნიუ-იორკში, პარიზსა და ჰონგ-კონგში. ამავდროულად ჩაშვებულია სპეც-პროექტი Ralph Lauren Vintage, სადაც სამოსი ერთადერთ ეგზემპლარად იყიდება. ამ მაღაზიაში მეორადი სამოსი იყიდება, რამაც ახალგაზრდების ინტერესი გამოიწვია, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს კომპანიის კაპიტალიზაცია გაზრდილია 3,8%-ით.