“რაც ადამიანს თვიდან თვემდე ყოფნიდა  2019 წელს (პანდემიამდე), დღეს იმაზე  საშუალოდ 30 %-ით მეტი სჭირდება”

“რაც თვიდან თვემდე ყოფნიდა ადამიანს 2019 წელს (პანდემიამდე), დღეს იმაზე საშუალოდ 30 %-ით მეტი სჭირდება,” - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტები :

1. ზეთი და ცხიმი +17.3 %;

2. ყავა, ჩაი + 13.6 %;

3. თევზეული + 10.3 %;

4. პური, პურპროდუქტები +7.8 % ;

5. რძე, ყველი, კვერცხი + 6 % ;

6. შაქარი, ტკბილეული + 4.5 %;

7. წყალი, უალკ. სასმელები + 4.2 %;

8. ხორცი, ხორც. პროდუქტები +3.5 % ;

9. ბოსტნეული +2.2 % ;

ჯამში სამომხმარებლო კალათის ფასი საშუალოდ 7.7 % - ით გაიზარდა. ამას დამატებული გაძვირებული კომუნალური გადასახადები (დენი, გაზი) ჯამში საშუალოდ +25% .

უფრო მარტივად რომ ავხსნათ ის რაც ყოფნიდა ადამიანს 2019 წელს (პანდემიამდე) თვიდან თვემდე, დღეს საშუალოდ 30 % -ით მეტი ჭირდება ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პანდემიის შედეგად 500 000 ადამიანამდე დარჩა სრულად შემოსავლის გარეშე ამ 500 000 ადამიანიდან 200 000-ზე მეტი არის ხელოვნურად უმუშევარი ლოკდაუნის და ამ სულელური აკრძალვების გამო.

იმის მაგივრად, რომ ფასების ზრდას და ინფლაციას მიყვებოდეს პროპორციულად ადამიანების შემოსავლები, ვიღებთ პირიქით. ლოკდაუნის გამო 80% ზე მეტი 2019 - 2020 წლის მონაცემებით ყოველთვიური ხელფასის ოდენობაზე საშუალოდ 30% -ით ნაკლებს გამოიმუშავებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ხვდებით მაინც ეს რას ნიშნავს?”- წერს აბესაძე.

თაია არდოტელი