შპს „ტოიოტა კავკასია“ საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიების ათეულში ხვდება. შესაბამისად, საინტერესოა, თუ როგორია, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები.
ბოლო, 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანია 2019 წელს ფლობდა 79,088 მლნ დოლარის აქტივებს. მის მიერ რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება - 225,141 მლნ დოლარს, ხოლო ამონაგები 252,611 მლნ დოლარს შეადგენდა.
მათ შორის, ძირითადი წილი - 239,940 მლნ დოლარის ამონაგები ავტომობილების რეალიზაციაზე მოდიოდა. რეალიზებული ავტომობილების ღირებულება კი - 215,065 მლნ დოლარი იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიის 2019 წლის მოგება კი 17,586 მლნ დოლარი იყო.
შპს „ტოიოტა კავკასიას“ - 100%-იან წილს იაპონიაში რეგისტრირებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“ ფლობს. კომპანიამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს - „ტოიოტას“ ავტომობილებისა და ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და მათი საბითუმო რეალიზაცია კავკასიის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ დილერებზე.