ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი მთელი დღე ოფისში იჯდეთ და იმუშაო, რადგან დღესდღეობით სამუშაოების უმეტესობის შესრულება დისტანციურადაც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერილიდან.
კორონავირუსის პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება სახლიდანაც უპრობლემოდ შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი კი, პანდემიის დროს სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და დისტანციურად მუშაობს.
გამოცემა Euronews წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოებს, რომელთა დაწყებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
ქლაუდ ინჟინერი (Cloud Engineer)
ქლაუდ ინჟინრის პროფესია განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულებში გახდა. ისინი დიდი კომპანიებისა და ორგანიზაციების სისტემებს მართავენ, ისეთებს, როგორებიცაა მაგალითად, Microsoft Azure, Google Cloud და სხვა. ამასთან, ქლაუდ ინჟინრები კომპანიების ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებაზეც არიან პასუხისმგებლები.
ინტერნეტის ქსელის არქიტექტორი (Network Architect)
ინტერნეტის ქსელის არქიტექტორები პასუხისმგებლები არიან კომპიუტერების ქსელების ერთამანეთთან დაკავშირებასა და ეფექტურ მუშაობაზე. ამასთან, ისინი მსხვილ კომპანიებში სხვდასხვა სახის კომპიუტერულ მომსახურებასაც ითავსებენ.
პროგრამისტი (Software Developer)
პროგრამისტების ძირითადი მოვალეობა პროგრამებისა და სისტემების შექმნა წარმოადგენს. მათი მიზანი კომპიუტერული სისტემების გამართულად მუშაობაა.
გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი (Sales and Marketing Directors)
გამოცემის მიხედვით, ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა მენეჯმენტი, გაყიდვები, პროფესიული სერვისები და სხვათა შესრულება დისტანციურად მარტივად შეიძლება.
გაყიდვების დირექტორები პროდუქტისა თუ მომსახურების სტრატეგიულ გეგმას ადგენენ. მათი მიზანი პროდუქტისა და მომხმარებლის ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს.
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი (Information security managers)
Euronews-ის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმებისა და სხვა პრობლემების გამო ხშირად დიდ კომპანიებში მუშაობა ფერხდება, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები კი ცდილობენ მსგავსი საფრთხეები თავიდან აირიდონ.
მონაცემთა ანალიტიკოსები (Data Scientists)
გამოცემა წერს, რომ დღესდღეობით ანალიტიკოსების ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი სწავლობენ სხვადასხვა პროდუქტს, კომპანიებს, მომსახურებებს და თვლიან არსებულ რისკებს.
ხშირად ისინი მსხვილ კომპანიებს, კორპორაციებს, ფირმებსა თუ ბანკებს ურჩევენ რამდენად სწორი ან არასწორი ნაბიჯი იქნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება.