საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა გახარიამ 6 თებერვალს.

ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, სავალდებულოა პირბადის ტარება.