ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, დაშავებული არ არის.

ცნობისთვის, ადგილზე 9 ეკიპაჟი მუშაობს. რაც შეეხება ხანძრის მიზეზს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მას გამოძიება დაადგენს.