,,დაზღვეული იყო ფართიც და საქონელიც“ - „ლილო მოლი“

მაღაზიები და საქონელი, რომელიც დაიწვა, დაზღვეული იყო - ამის შესახებ ,,ბიზნსპრესნიუსს“ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, სულ სამი მაღაზიაა დამწვარი.

,,ცეცხლი არ იყო დიდი მასშტაბის. როგორც ჩანს, რამე დარჩათ ჩართული, გამოძიება დაადგენს დეტალებს, რატომ გაჩნდა ხანძარი. დაიწვა ორი მაღაზია - 20-20 კვადრატი, მესამე კი ჩაქრობისას დაზიანდა. ჯამში 60 კვადრატია, რომელსაც მიადგა ზარალი, მაგრამ ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია, რადგან დაზღვეული იყო საქონელი და თავად ფართებიც“, - განმარტა ,,ბიზნესპრესნიუსთნ“ კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ხანძარი ლილოს ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრობებმა, მათ შორის „ლილო მოლმა“ თითქმის 2-5 თვიანი გაჩერების შემდეგ, მუშაობა დღეს განაახლა.

თამარ მუკბანიანი