კომპანიამ Amazon-მა 2020 წელს სარეკლამო ხარჯები 100 მილიონი დოლარით 10,9 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. წინა წელს კომპანიამ 11 მილიარდი დოლარი დახარჯა რეკლამაში. ეს არის პირველი შემცირება ბოლო 17 წლის განმავლობაში. კომპანიას არ შეუმცირებია მარკეტპლეისის ბიუჯეტი 2003 წლიდან მოყოლებული.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის ჯამური მარკეტინგის დანახარჯები 2020 წელს 17%-ით გაიზარდა 22 მილიარდ დოლარამდე, თუმცა შემცირდა პროცენტულ მიმართებაში სუფთა გაყიდვებთან. Amazon-ის გაყიდვები 2020 წელს გაზრდილია 37%-ით 386 მილიარდ დოლარამდე, აქედან 263 მილიარდი მოდის შტატებზე, 29,6 მილიარდი გერმანიაზე და 26,5 მილიარდი დიდ ბრიტანეთზე.
კომპანიის მოგებამ 2020 წელს 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52%-იანი ზრდაა. მის უმთავრეს შემოსავლად იქცა რეკლამა, რომლის კონკრეტული ციფრი არ ხმაურდება.