110 310 კილოგრამი სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

110 310 კილოგრამი სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტვირთზე არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში “ბათუმის პორტი’’, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,-აცხადებენ უწყებაში.