„ინფლაციის მჩვენებელს აყალბებენ“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, მანიპულაციის შედეგად, სავარაუდოდ, არასწორად არის დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, შესაბამისად, ინფლაცია.
„მე ვამბობ, რომ საქართველში მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცა უფრო მეტად, ვიდრე ამას აქვეყნებს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი, საქსტატი... და ისევ მივდივართ მთავარ პანიპულაციასთან, ინფლაციის გაყალბებასთან. ინფლაციის მაჩვენელბელს აყალბებენ. ინფლაციის მაჩვენებლის გაყალბება რა შუაშია? იმ შუაშია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალური, რომელსაც ვაწარმოებთ აფასების ზრდის გათვალისწინებით, შესადარი რომ გავხადოთ სხვა წლის მაჩვენებელთან, მას უნდა გამოვაკლოთ ინფლაცია და ამას ჰქვია დეფლატორი. უნდა გავყოთ ის დეფლატორზე. მაგალითად, თუ ქვეყანაში იწარმოება 50 მლრდ მთლიანი შიდა პროდუქტი და დეფლატორი არის 10%, მაშინ შიდაპროდუქტი ყოფილა - 40 მლრდ. მაგრამ, თუ დეფლატორი არის ორჯერ ნაკლები, 5%, ამ შემთხვევაში გამოვა გაცილებით მეტი. ანუ, საკმარისია გამყოფი დეფლატორი ოდნავ შეცვალოთ და მომენტალურად ღებულობ ყალბ სურათს.
ამიტომ, მე ვამბობ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი აშკარად არის გაყალბებული. ინფლაცია იყო სადღაც 5%-მდეო, მაგრამ 20-30%-მდე იკლო ფასებმა კომუნალური მომსახურებისო, როგორიც არის, შუქი, წყალი, გაზი... ხედავთ, რომ არაფერმაც არ იკლო, სუბსიდირება მოხდა. ამ სუბსიდირებას აკლებენ და გვეუბნებიან, რომ დაახლოებით, 1,9%, რომლის ხვედრითი წილი არის ინფლაციაში, არ ჩავთვალოთ და გამოიყვანეს, რომ საქართველოში თურმე, წელს ინფლაცია საერთოდ არ ყოფილა. იმაზე უკეთესი შედეგი დაწერეს, ვიდრე ეროვნული ბანკი ელოდებოდა, ეს ხომ აბსურდია.
თუ სუბსიდირებას ვიყენებთ, დაახლოებით 170 მლნ ლარი დაიხარჯა ამ კომუნალურების სუბსიდირებაზე, მაშინ, თბილსში დასუფთავებაზე, მეტროსა და ავტობუსების სუბსიდირებაზე შარშან დაიხარჯა 115 მლნ, აბა ესეც გაითვალსიწინონ. გაითვალსიწინონ, რომ მუდმივად სუბსიდირებას ვაკეთებდით სვანეთში, სადაც ელეტროენერგის ფულს არ იხდის ხალხი. ასევე, ყაზბეგში გაზის ფულს მთავრობა იხდის... ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იგივე, ტრანსპორტის სუბსიდირება ქუთაისში, ბათუმში, დიდი ქალაქებში, დაიმატეთ და ერთი ამდენი გამოდის. ამას როგორც კი გაითვალისწინებდნენ, მაშინ მეთოდოლოგია იტყოდა, რომ საქართველოში, ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ფასებმა იმატა, ინფლაცია იყო - 0%. ეს ხომ აბსურდია?! ანუ როდესაც შენ მანიპულაციას აკეთებ, ამ შემთხვევაში დიდი ეჭვი მაქვს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არ იქნება სწორად დათვლილი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.