ამერიკაში ყველაზე ცუდი საოფისე ჟარგონების ათეული შეადგინეს

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საოფისე ცხოვრება შეიცვალა და კაბინეტებიდან ონლაინში გადაინაცვლა, ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ თავი აარიდონ საოფისე კულტურის ასპექტებს - საქმიან ჟარგონებს. ამერიკულმა Forbes 2019 წლის გამოკითხვა GetResponse გაიხსენა, რომელშიც მოქცეულია საოფისე ტერმინოლოგიის ყველაზე მოსაბერზებელი ტერმინები და ახალი რეიტინგი შეადგინა.

ყველაზე მოსაბეზრებელი საოფისე ტერმინების ათეული ასე გამოიყურება:

  • Synergy — სინერგია (4,29%)
  • Teamwork — გუნდური მუშაობა (3,43%)
  • Touch base — კავშირის შენარჩუნება (2,08%)
  • Raising the bar — თამასის აწევა (1,96%)
  • Think outside the box — არასტანდარტულად ფიქრი (1,72%)
  • Work harder — უფრო ძლიერ მუშაობა (1,72%)
  • Best practice — საუკეთესო პრაქტიკა (1,47%)
  • Paradigm shift — პარადგიმის ცვლილება (1,47%)
  • The next time you feel the need to reach out… — სხვა დროს როცა იგრძნობთ მიმართვის აუცილებლობას… (1,35%)
  • Empower — ძალის გაყოფა (0,98%)

ყველაზე პასიურად აგრესიულ ფრაზად e-mail მიმოწერაში გამოკითხულებმა დაასახელეს «As per my last e-mail» («ჩემი ბოლო წერილის თანახმად») და «Just a friendly reminder» («უბრალოდ მეგობრულად გახსენებ»).

ყველაზე მოსაბეზრებელ მარკეტინგულ ტერმინებს შორის კი ლიდერია funnel («ძაბრი»), მას მოჰყვება target (თარგეთირება, «მიზნები»), optimization («ოპტიმიზაცია»), nurturing leads («ლიდების ზრდა»), conversion rates («კონვერსია», «კონვერსიის კოეფიციენტები») და segmentation («სეგმენტაცია»).

მიუხუდავად იმისა, რომ ამერიკული ოფისების უმეტესობაში ეს ტერმინები სძულთ, ბოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი ბიზნეს-ჟარგონი მისაღებია.

კოკა კვირკველია