„პრემიერთან საუბარი იყო, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც, ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ 1-2 კვირის მანძილზე დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ"

„იყო საუბარი, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ერთი-ორი კვირის მანძილზე და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერსა და ბიზნესს შორის შეხვედრები გაგრძელდება.

“მოტივირებულია ხელისუფლება და პრემიერი, რომ როგორღაც სწრაფ რეჟიმში აამუშაოს ეკონომიკა. ფიზიკურად რა სექტორებიც გაჩერებულია, ყველა სექტორის დაქოქვაზეა საუბარი. ესაა დამოკიდებული დადებითობის მაჩვენებელზე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისგან. ჩვენ დღეს ერთ ნავში ვისხედით, ერთმანეთს ვაძლიერებთ“,-აღნიშნა მან.