ვფიქრობთ, ჩვენ 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის, ისიც თანდათან გაუქმდეს, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც ფხაკაძე აცხადებს, შეხვედრაზე იყო თხოვნა, რომ დაიცვან თანამშრომლების ჯანმრთელობა.
" ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, ამაზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი 2 კვირის განმავლობაში. ასევე, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პარამეტრებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც თანდათან გაუქმდეს",-აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.