დანიურმა საიუველირო კომპანიამ Pandora A/S განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დახურა მისი მაღაზიების დამატებით 10%, შედეგად კი დახურული მაღაზიების რაოდენობამ შეადგინა 30%.
კომპანიის ცნობით, მისი ორგანული ზრდის მაჩვენებელი იანვარში შემცირებულია 3%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლიური ორგანული ზრდა კი 2019 წელთან შედარებით 0%-ის ტოლია.
კომპანია 2021 წელს 8%-იან ორგანულ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მოგების მარჟის (EBIT) 21%-ით ზრდას.
Pandora 1982 წელს დანიაში დაარსდა. კომპანია აწარმოებს საიუველირო პროდუქციას ვერცხლისგან და ოქროსგან, იყენებს ძვირფას და ნახევრად ძვირფას საიუველირო ქვებს და მურანოს (ვენეციურ) მინას. მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია სამაჯურები სხვადასხვა საკიდებით (ე.წ. ჩარმები).