პლატინის ფასი ხუთწლიან მაქსიმუმზეა

ძვირფასი მეტალის, პლატინას ფასი 1 ტროას უნციაზე 1,17 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც ამ მეტალზე ყველაზე მაღალი ფასია 2016 წლის აგვისტოს შემდეგ. აღნიშნულის შესახებ მოწმობს მიმდინარე სავაჭრო სესიები.

ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ მთელი სამი წელი ეს მეტალი ცდილობდა აეღო 1 040- დოლარიანი თამასა, თუმცა უშედეგოდ. აი ახლა კი ბაზარმა მის მიმართ ცხოველური ინტერესი გამოავლინა და ეს ბარიერი გადაილახა. ამას კი თავის მხრივ ხელი შეუწყო მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსმა, რომელიც შეიქმნა კორონავირუსით გამოწვეული საკარანტინო შეზღუდვების გამო.

ანალიტიკოსები პლატინაზე სამომავლო ფასს ოპტიმისტურად უყურებენ. მოთხოვნას ხელს უწყობს ბაზარზე საინვესტიციო აქტიურობა ამ აქტივებში, რომელსაც შეუძლია ინფლაციისგან დაცვა. თუმცა, მასზე ფასის ზრდას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ავტომობილების კატალიზატორებში მისი გამოყენების სიხშირე, ანუ აღდგენის გზაზე მდგარი საავტომობილო ინდუსტრია.

კოკა კვირკველია