ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? - რა უნდა იცოდნენ მემკვიდრეებმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტვირ­თად აწევს. მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან სესხს იღებს, შე­იძ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს ყუ­რა­დღე­ბა არც მი­აქ­ცი­ოს, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვი­საც სა­ბან­კო სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი? რა შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე? - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს იუ­რის­ტი ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი სეს­ხის გა­დახ­და შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რე­ებს და­ე­კის­როთ. სამ­კვიდ­რო მასა აქ­ტი­ვე­ბის­გან და პა­სი­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა და პა­სი­ვებს წარ­მო­ად­გენს მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კრე­დი­ტო­რე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მემ­კვიდ­რე­ე­ბი სამ­კვიდ­როს მი­ი­ღე­ბენ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ვალ­დე­ბულ­ნი, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ კრე­დი­ტო­რე­ბი, ვი­საც მო­თხოვ­ნა აქვთ.

თუ სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 10 000 ლარს, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლის ვალი - 100 000-ს, მემ­კვიდ­რე­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი სამ­კვიდ­როს ფარ­გლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ვა­ლის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ეკის­რე­ბათ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კრე­დი­ტო­რებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. კერ­ძოდ, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იმ დღი­დან 6 თვის ვა­და­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რომ მო­ვა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, მემ­კვიდ­რე­ებს თან­ხის გა­დახ­და­ზე მო­თხოვ­ნა წა­უ­ყე­ნონ.

თუ 6-თვი­ა­ნი ვადა გა­ვი­და და მა­გა­ლი­თად, ბან­კმა ან ნე­ბის­მი­ერ­მა კრე­დი­ტორ­მა მემ­კვიდ­რეს მო­თხოვ­ნა ამ ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ წა­რუდ­გი­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვას და სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­თხვე­ვა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ და­ე­კის­რე­ბა.

არის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა - მა­გა­ლი­თად, თუ ბან­კი ან სხვა კრე­დი­ტო­რი გა­ნა­ცხა­დებს, რომ მის­თვის მო­ვა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბი იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვადა უკვე სხვა­ნა­ი­რად ით­ვლე­ბა და მო­თხოვ­ნის ვა­დის დად­გო­მი­დან ერთი წე­ლია. მო­თხოვ­ნის ვადა - ეს ის ვა­დაა, რო­დე­საც კრე­დი­ტორს თან­ხის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა წარ­მო­ეშ­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ მო­ვა­ლეს თან­ხა უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა 2020 წლის 1-ელ იან­ვარს და იგი მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, კრე­დი­ტორ­მა მო­თხოვ­ნა უნდა წა­უ­ყე­ნოს მემ­კვიდ­რეს არა­უგ­ვი­ა­ნეს 2021 წლის 11 იან­ვა­რამ­დე, ანუ მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბის მო­მენ­ტი­დან 1 წლის ვა­და­ში.

ამას­თან, კრე­დი­ტორ­მა სა­სა­მარ­თლოს ან მემ­კვიდ­რის წი­ნა­შე უნდა და­ამ­ტკი­ცოს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ მან მარ­თლაც არ იცო­და პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ - სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისევ 6-თვი­ა­ნი ვადა მოქ­მე­დებს.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რო­დე­საც პირი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ წყდე­ბა, არა­მედ, გა­და­დის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას მემ­კვიდ­რე­ე­ბი ჰყავს. თუმ­ცა, მხო­ლოდ მემ­კვიდ­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დი უფ­ლე­ბაა და თუ მემ­კვიდ­რემ სამ­კვიდ­რო არ მი­ი­ღო, მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე არაა, შე­საძ­ლოა, სამ­კვიდ­როს მა­სას წარ­მო­ად­გენს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თეც, ასე­ვე სამ­კვიდ­რო მასა შე­საძ­ლოა, იყოს მცი­რე ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საც - მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ან­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბად ერთი კა­ლა­მი, ფურ­ცე­ლი ან რა­ღაც სუ­ვე­ნი­რი მი­ი­ღოს და ეს ნიშ­ნავს, რომ მეკ­ვიდ­რემ მამ­კვიდ­რებ­ლი­სა­გან სრუ­ლი სამ­კვიდ­რო მი­ი­ღო. პა­სი­ვე­ბის/ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად მისი მო­ცუ­ლო­ბი­სა, მემ­კვიდ­რე გა­და­იხ­დის მი­ღე­ბუ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად, ანუ, თუ მი­ი­ღო ერთი კა­ლა­მი, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შე­ას­რუ­ლოს კალ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტოლ­ფა­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

განაგრძეთ წაკითხვა