ბიტკოინის ფასმა 47 ათას დოლარს მიაღწია

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასმა კვლავ მოიმატა 1,56%-ით და ამჯერად 47,174 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი დაფიქსირდა დღეს თბილისის დროით 04:05 საათზე.

შედეგად, ამ კრიპტოვალუტის ღირებულებამ ბოლო რამდენიმე საათში მესამედ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი

ბიტკოინის კოტირებების ზრდა გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კომპანიამ Tesla ჩადო 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ბიტკოინში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მიიღებს ბიტკოინებს მისი პროდუქციის შესაძენადაც.

კოკა კვირკველია