რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა 2020 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან

2020 წელს კომერციულ ბანკებს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხების მიხედვით მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ.

ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, გასულ წელს ამ შემოსავალმა 50 578 206 ლარი შეადგინა, ეს კი 34,3 მილიონით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს ამ მუხლიდან ბანკების შემოსავალი 84 942 700 ლარს შეადგენდა.

როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 15,7 მლნ ლარი. ექვსეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზის ბანკი“ და „კრედო ბანკი“. „ვითიბის“ და „იშ ბანკის საქართველოს“ ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ, და „სილქროუდ ბანკი“ კი ზარალზე გავიდა.

კომერციული ბანკების TOP-6 ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლით:

  • „თიბისი ბანკი“ – 15 729 120 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 10 326 792 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 6 819 296 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 6 619 251 ლარი
  • „ბაზის ბანკი“ – 2 241 742 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ – 2 170 096 ლარი

ცნობისათვის, საქართველოს ბაზარზე საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.