ვებ-ბრაუზერი Google Chrome შეწყვეტს მუშაობას ცალკეულ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე, რომლებიც 2005 წლამდეა გამოცემული. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც Chromium პოლიტიკის შემმუშავებლებმა გაავრცელეს.
მასში ნათქვამია, რომ Chrome ამიერიდან არ იმუშავებს კომპიუტერებზე, რომლებზეც არის პროცესორი Intel x86. ძირითადად ეს გადაწყვეტილება შეეხება პლატფორმებს, რომლებიც შეიქმნა 2005 წლამდე, მაგალითად, პროცესორებს х86, რომელბსაც არ აქვს SSE3 მხარდაჭერა (მაგალითად Celeron ა Pentium 4). კომპიუტერების უმეტესობას, რომლებიც 2005 წლიდან გამოიცა, აქვს SSE3 მხარდაჭერა. თუ კომპიუტერში აღნიშნული სისტემა არ იქნება, ბრაუზერი ვერ განახლდება და ის ვერ იმუშავებს.
შეზღუდვა შეეხება ვერსიებს Chrome და Chromium Windows 10, ვინაიდან მათში გამოიყენება სისტემა SSE2. შეზღუდვა ასევე შეიძლება შეეხოს Chromium-ის ბაზაზე შექმნილ ბრაუზერ Edge-ს Microsoft-ს.
მომხმარებლები მალე მიიღებენ შეტყობინებას ამ ცვლილების შესახებ.
შეგახსენებთ, მანამდე Google-მა 2022 წლის 15 იანვრამდე გაახანგრძლივა Chrome-ის მუშაობა Windows 7-ზე. ამასთან, Windows 7-ის მხარდაჭერა 2020 წლის იანვრიდან შეწყვიტა Microsoft-მა, შესაბამისად ამ სისტემის მფლობელები ვერ იღებენ განახლებებს, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულს, თუმცა თავად პროგრამით სარგებლობენ.