დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯებიც გადაიდგება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ყველა რეგიონს შორის აჭარა გამოირჩევა შედარებით უკეთესი ეპიდვითარების მაჩვენებლებით.
მისი თქმით, აჭარაში დღეს, დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2%.
„თავიდან როდესაც თებერვალში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება ყველაზე მეტად აჭარაში შემსუბუქდა. დაკვირვება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება“, - განაცხადა გამყრელიძემ..