საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„2021 წლის 9 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 497 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.940 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.940 პროცენტით განისაზღვრა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.