რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

9 თებერვალს საერთაშორისო უსაფრთხო ინტერნეტის დღეა.

უსაფრთხო ინტერნეტის კამპანიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ჩართულია. კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომელიც გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად. თუმცა შესაძლებლობებთან ერთად ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.

ვიდეორგოლში მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შევამციროთ ინტერეტთან დაკავშირებული რისკები და როგორ უნდა გავხადოთ მისი მოხმარება უსაფრთხო. აუცილებელია, ფართო საზოგადოება აღნიშნულ ინფორმაციას კარგად ფლობდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთწლიანი კამპანიაც.

კამპანია იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის - Promoting European Union's Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში.