სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით, ხელვაჩაურში ღვინის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ბენეფიციარის, თამარ ბოლქვაძის მარანს ეწვია და საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
“საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარები და ინვენტარი შეიძინა. აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 2020 წელს 18 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტი 1 მლნ ლარი იქნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.