1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3161 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3161 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3161 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3190 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0158 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0234 შეადგინა.