2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 450 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6640 ადამიანი დაზარალდა, 450 კი დაიღუპა.

როგორც საქსტატის ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 481 ადამიანი კი დაიღუპა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.