ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 1-ელ ივნისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
CNN-ის ინფორმაციით, კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების მიზნით შეზღუდვები, მათ შორის „ლოქდაუნი“, ქვეყნის მასშტაბით აამოქმედოს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 თებერვალს იწურებოდა.
საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 870 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 724 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 3 360 235 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 80 000-ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.