საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 244 ტესტი ჩატარდა.