რატომ უნდა იყიდოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ონლაინ და რა უპირატესობებს გთავაზობთ Extra.ge?

ცხოვრებისადმი თანამედროვე მიდგომებმა და საშუალებებმა, ბევრი რამ შეცვალა.

მაგალითად, ადრე თუ უნივერმაღებში, მაღაზიებში დადიოდა ხალხი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ახლა ონლაინ შოპინგი, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ შეძენა, ძალიან ტრენდული გახდა. პანდემიამ ხომ ნივთების ინტერნეტით ყიდვა საჭიროზე აუცილებელი გახადა.

ონლაინ შოპინგის უპირატესობები

გარდა ტრენდულობისა, ონლაინ შოპინგს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. მარტივი და კომფორტულია განსაკუთრებით დაკავებული ადამიანებისთვის. დასვენების დღეებს კი არ ელოდები, რომ მოიცალო და შესარჩევად მაღაზიაში მიხვიდე, extra.ge-ზე ონლაინ ათვალიერებ სასურველ ნივთს, დაკვირვებით ეცნობი ფუნქციებს, მახასიათებლებს, კითხვების გაჩენის შემთხვევაში ექსტრას კონსულტანტი დაუყოვნებლივ გცემს ამომწურავ პასუხს და შენც უცებ იღებ გადაწყვეტილებას. ან თუ ვერ არჩევ, რომელი მაცივარი ან ჩასაშენებელი ღუმელი შეიძინო, დროის გამოთავისუფლებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე, ეძახი გვერდზე ოთახში მყოფ ოჯახის წევრს და ეკითხები რჩევას.

თუ პირველად იძენ ექსტრაზე, მაშინ მოსალოცად გაქვს საქმე - ეს ერთი და სხვა მრავალი. ექსტრას შენთვის სიურპრიზი აქვს. ის მომხმარებელი, რომელიც საიტის საშუალებით ნივთს პირველად იყიდის, უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებს. ექსტრას კურიერები შენაძენს თბილისის მასშტაბით იქ მოგართმევენ, სადაც გაგიხარდებათ.

რა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი Extra.ge-ზე?

ის, რაც სახლში აუცილებელი პირობებისა და კომფორტის შესაქმნელად დაგჭირდებათ - ყველაფერი ექსტრაზეა წარმოდგენილი. სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ქურის ზედაპირი, ელექტროღუმელი, მაცივარი, საშრობი, ღვინის მაცივარი, გამწოვი, ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი და.ა.შ. ზომა, ფორმა, ფერი, ფუნქციური აღჭურვილობა თითოეულ მათგანს ისეთი მრავალფეროვანი აქვს, ყველაზე გამოცდილ დიასახლისსაც კი გააოცებს.

თუ გაქვს პრეტენზია ტრენდულობაზე, მარტივად ერგები მოდურ და შენს კომფორტზე გათვლილ ცვლილებებს, მაშინ ისიამოვნე ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია extra.ge-ით. შეარჩიე, შეუკვეთე და მიიღე სახლიდან გაუსვლელად - ექსტრაზე ნაყიდი ტექნიკით შენი სახლი კიდევ უფრო მყუდრო და კომფორტული გახდება.

(R)