გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 13 511 ხანძარი დაფიქსირდა და 65 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 511 ხანძარი დაფიქსირდა.

როგორც „საქსტატის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხანძრისას 65 ადამიანი დაიღუპა, 487 შენობა- ნაგებობა კი განადგურდა.

გასულ წელს, ხანძრისას ტრავმა 203-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო ხანძრის შედეგად 53 მსხვილფეხა საქონელი დაიღუპა.