Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 138.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 44.4 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 13.5%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს.
ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 17.7 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 4.8 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 6.5 წელი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.7 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 63.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 42% და 19.7%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.