Nikkei: მსოფლიო კორპორაციების შემოსავლები 2020 წლის მეოთხე კვარტალში 14%-ით გაიზარდა

მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების სუფთა შემოსავლები 2020 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული მოწმობს, რომ გლობალურ ეკონომიკაში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ამის შესახებ წამყვანი იაპონური გამოცემა Nikkei მისი ექსპერტების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, წინა წლის ოქტომბერ-დეკემბერში 10,2 ათასი წამყვანი კორპორაციის სუფთა შემოსავლებმა შეადგინა 712,7 მილიარდი დოლარი. ეს კი 14%-იანი ზრდაა 2019 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე არ იყო.

Nikkei-ის ცნობით, ზრდა ფიქსირდება სამრეწველო დარგისა და ვაჭრობის სფეროს კომპანიებში, თუმცა კლების მდგომარეობაშია საჰაერო ტრანსპორტისა და სარესტორნო ქსელების დარგები.

კოკა კვირკველია