„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორები არიან დაინტერესებულები. როგორც ლევან ჩიკვაიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, განიხილება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება.
„პრივატიზაციის თემა მარტივი საკითხი არ გახლავთ. მიმდინარეობს მუშაობა და იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის. ყველას სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა მან.