ამერიკული კორპორაცია Walt Disney Company მის მფლობელობაში არსებულ Blue Sky Studios-ს ხურავს. აღნიშნულ სტუდიაში შექმნილია ისეთი ცნობილი ანიმაციური ფილმები, როგორიცაა „დიდი გამყინვარება“ და „რიო“. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
„არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ მძიმე გადაწყევტილება, შევწყვიტოთ კინოწარმოება სტუდიაში Blue Sky Studios", - ნათქვამია განცხადებაში.
სტუდია Blue Sky Studios დაფუძნებულია 1987 წელს, მის პორტფელშია 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულებია ფილმი-ფრანჩიზა „დიდი გამყინვარება“, „რიო“ და „ფერდინანდი“.