რომელი ქვეყნის და რამდენი მოქალაქე გააძევეს 2020 წელს საქართველოდან

საქართველოდან 2020 წელს უცხოეთის 49 მოქალაქე გააძევეს, რაც წინა წელთან შედარებით 55-ით ნაკლებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019-ში ქვეყნიდან 104 უცხოელი გაუშვეს.

2020 წელს ქვეყნიდან გაძევებულების დიდი ნაწილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეები არიან. უფრო კონკრეტულად:

  • ირანი - 9 მოქალაქე
  • აზერბაიჯანი - 7 მოქალაქე
  • თურქეთი - 6 მოქალაქე

ამასთან, საქართველოდან შარშან გააძევეს: ნიგერიის - 3, ერაყის - 3. კამერონის - 3, რუსეთის - 2, უკრაინის - 2 მოქალაქე. გაძევებულებს შორის არიან - ბანგლადეშის, ბელასუსის, მოლდოვას, ინდოეთის, გვინეა-ბისაუს და სომხეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ ქვეყნიდან 104 მოქალაქე გააძევეს. სამეულში იყვნენ:

  • აზერბაიჯანი - 32 მოქალაქე
  • თურქეთი - 11 მოქალაქე
  • ირანი - 11 მოქალაქე