საქართველოდან 2020 წელს უცხოეთის 49 მოქალაქე გააძევეს, რაც წინა წელთან შედარებით 55-ით ნაკლებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019-ში ქვეყნიდან 104 უცხოელი გაუშვეს.
2020 წელს ქვეყნიდან გაძევებულების დიდი ნაწილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეები არიან. უფრო კონკრეტულად:
- ირანი - 9 მოქალაქე
- აზერბაიჯანი - 7 მოქალაქე
- თურქეთი - 6 მოქალაქე
ამასთან, საქართველოდან შარშან გააძევეს: ნიგერიის - 3, ერაყის - 3. კამერონის - 3, რუსეთის - 2, უკრაინის - 2 მოქალაქე. გაძევებულებს შორის არიან - ბანგლადეშის, ბელასუსის, მოლდოვას, ინდოეთის, გვინეა-ბისაუს და სომხეთის მოქალაქეები.
რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ ქვეყნიდან 104 მოქალაქე გააძევეს. სამეულში იყვნენ:
- აზერბაიჯანი - 32 მოქალაქე
- თურქეთი - 11 მოქალაქე
- ირანი - 11 მოქალაქე