ვატო შაქარიშვილის განცხადებით, იპოდრომიდან 20 მეტრში, ურბანულ „ზონდერებს“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სურთ

საკრებულოს წევრის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, იპოდრომიდან 20 მეტრში ურბანულ „ზონდერებს“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სურთ.

“სამწუხაროდ, ურბანული „ზონდერები“ თბილისზე ძალადობას განაგრძობენ! იპოდრომიდან 20 მეტრში, სადაც „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით ცენტრალური პარკის პროექტი ხორციელდება, ურბანულ „ზონდერებს“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სურთ. ეს საქმეა, რომლის უკანაც გიორგი რურუა დგას! მისი ამერიკის მოქალაქეობა მხოლოდ ანტურაჟია, არანაირი ინვესტორი არაა და არც ერთი ლარი ინვესტიცია საქართველოში და არც მის გარეთ არ გაუკეთებია. სამწუხაროდ, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს სწორედ ამ ბიზნეს ჯგუფის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა, რითიც მერია ჩიხურ სიტუაციაში დააყენა. მიუხედავად მერიის მიმართ შესუსტებული ნდობისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია კიდევ ერთ ურბანულ ვანდალიზმს არ დაუშვებს. ჩემი შუამდგომლობით შეხვედრა გაიმართა ვიცე მერთან, ასევე ინფორმირებულია მერიც, მივიღეთ დაპირება, რომ ისინი მოსახლეობის გვერდით დადგებიან და სავარაუდო ალტერნატივად მიწის მონაცვლეობის საკითხი განიხილება”, - განაცხადა შაქარიშვილმა.