დეპოზიტები უცხოურ ბანკებში და ROLEX-ის მაჯის საათები - რა ქონებას ფლობს კალათბურთელი დეპუტატის ოჯახი

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 4 თებერვალს შეავსო.

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ვიქტორ სანიკიძის საკუთრებაშია 175,26 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი თბილისში, რაშიც 2013 წელს ჯამში 200 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, მის სახელზეა rolex-ის საათი, რომლის ღირებულება 11 000 ევროა. მისი მეუღლის rolex-ის საათის კი - 8000 აშშ დოლარი.

გარდა ამისა, ვიქტორ სანიკიძის მეუღლის სახელზეა: 91,1 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომელშიც 2017 წელს 198 000 აშშ დოლარი გადაიხადეს. მისივე სახელზეა 2018 წელს 97 000 აშშ დოლარად შეძენილი 82,08 კვ.მ სახლი თბილისში და მსუბუქი ავტომობილი HONDA FIT-ი, რომლის ღირებულება 5000 აშშ დოლარია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ვიქტორ სანიკიძე ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 1437 დოლარს, მიმდინარეზე - 120 ლარს, უნივერსალურზე - 4000 ევროს, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის - 259 აშშ დოლარს, მიმდინარეზე - 558, ლარს, EFG BANK- European Financial Group-ის დეპოზიტზე - 200 000 აშშ დოლარს, BPER-Banca popolare dell Emilia Romagna-ის დეპოზიტზე - 128 000 ევროს, მოსკოვის ბანკის დეპოზიტზე - 150000 აშშ დოლარს. ხოლო, დანაზოგის სახით -50 000 აშშ დოლარს.

დოკუმენტის მიხედვით, ვიქტორ სანიკიძეს პარლამენტის წევრობისთვის, 20 დღეში (2020-ის 11 დეკმებრიდან 31-დეკემბრის ჩათვლით) ხელფასის სახით, 2 454 ლარი აქვს აღებული.

ნინი ქეთელაური