1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3112 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3112 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3161 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0158 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 შეადგინა.