2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 55 მლნ ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელი მისო-ებმა 44 853 697 ლარის მოგებით დახურეს, 2019 წელი კი მხოლოდ - 112 123 ლარის.
თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020-ის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგმარეობით, მისო-ებმა ჯამში 662, 412 სესხი გასცეს, წინა წლის ანალოგიურ პრიოდში კი - 708 565.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, 660 935 სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცა, ხოლო 1 477 სესხი იურიდიულ პირებზე. რაც შეეხება გაცემული სესხების მოცულობას, 2019-ში ის შეადგენდა 1,129 მლრდ ლარს, 2020 წელს კი მისო-ებმა 1,184 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი გასცა.
რაც შეეხება დარგებს, სადაც 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება: