საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 890 ტესტი ჩატარდა.