Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 152.2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 46 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 14%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 18.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 5 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელზე მეტი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 65.6%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 43.5% და 120.3%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.