Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.300 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3010 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 10 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3112 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0145 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.