იანვარში ტურიზმი 93.6%-ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს დაახლოებით 33 765 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა, უფრო კონკრეტულად საუბარია 14 500 ვიზიტორზე. შემდეგ მოდის სომხეთი 3 875 ვიზიტორით, აზერბაიჯანი 3 138 ვიზიტორი, ხოლო რუსეთიდან 2021 წლის იანვარში 1 916 ვიზიტორი შემოვიდა.

გარდა ამისა, იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი წითელი ხიდის სარფისა და ყაზბეგის საზღვრიდან შემოვიდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში ვიზიტორების 90% კაცია, რაც სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში ვიზიტორები ლოჯისტიკური საქმიანობების განხორციელების გამო შემოვიდნენ.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე